|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამარ სანიკიძე: "უსაფრთხო სკოლის კონცეფცია საქართველოში წარმატებით მუშაობს"

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  სკოლებში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მანდატურის ინსტიტუტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

 "სკოლებში ამ ეტაპზე მდგომარეობა ასე თუ ის უმჯობესდება. სამწუხარო ფაქტი მოხდა სამტერედიაში,  სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა  სკოლაში შეაღწია,  მაშინ, როცა სკოლას 2 დარაჯი ემსახურებოდა.

 ზოგადად უსაფრთხო სკოლის კონცეფცია საქრთველოში წარმატებით მუშაობს. ამაში ჩართულია მანდატურის სამსახური. იგი არ ერევა სკოლის შიდა საქმიანობაში, არ აკონტროლებს მასწავლებლების მუშაობას, არამედ იგი ორიენტირებულია მთლიანად უსაფრთხოების დაცვაზე.

ჩვენ ვამზადებს კადრებს მანდატურის სამსახურისათვის, რათა მოვიცვათ ის რეგიონები, რომლებშიც ეს ჯერ არ მუშაობს,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ, დღეს,   ქუთაისში ვიზიტისას.

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ სამტედიის ერთ-ერთ სკოლაში საგაკვეთილო პროცესის დროს ნიღბიანი პიროვნება შეიჭრა. ამ ეტაპზე სამტრედიის სოფლის სკოლებს მანდატურები არ ემსახურებიან.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა