|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხანდაზმულებს ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს

ქუთაისის მადლიერების სახლში ხანდაზმულებს ბარბარობის დღესასწაული შშმ ახლგაზრდებმა  და   28-ე საბავშვო  ბაღის  აღსაზრდელებმა  მიულოცეს.    „ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში“   ბავშვებმა მოხუცებს სიმღერები, ცეკვები  და ლექსები  მიუძღვნეს.
 "ყველა რელიგიური დღესასწაული აღინიშნება ჩვენთან, დღეს  ბავშვები მოვიწვიეთ სიმბოლურად, რადგან  წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველი იყო. ასეთ პერიოდს გაზაფხულსა და ზამთარს ვადარებ, ზამთარი ჩემი მოხუცები, გაზაფხული კი ეს ბავშვები არიან",- განაცხადა "ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის" მენეჯერმა ლამარა გოგსაძემ.

"უკვე სამი წელია, რაც ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად ავღნიშნავთ. ჩვენი ბენეფიციარები  ჩართულები არიან  ამ ღონისძიებაში,  ისინი ლექსებით და სიმღერებით მიულოცავენ მოხუცებს ამ დღესასწაულს" - აღნიშნა "ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის" მენეჯერის ასისტენტმა ნინო გელაშვილმა.  
ქუთაისის „ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი“ უკვე ათი წელია  ფუნქციონირებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა