|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არა ძალადობას"-საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისელ სტუდენტებთან

 "არა ძალადობას!" - შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით დაწყებული კამპანიის ფარგლებში აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  სტუდენტებთან  შეხვედრა განათლების, შს ამინისტროების  და არასამთავრობო ორგანიზაციების   ერთობლივი ინიციატივით შედგა. 

სამუშაო ჯგუფის წევრებმა სტუდენტებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.  მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. სოციალურ კამპანიას "არა ძალადობას!" განათლების მინისტრი დაესწრო.  "საგანმანათლებლო დაწესებულებები არის ის კერა, სადაც უნდა მოხდეს ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის განხორცილება.  მნიშვნელოვანია ამ კუთხით ახალგაზრდებში, სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან მუშაობა", - განაცხდა თამარ სანიკიძემ.

შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური კლიპის და სოციალური რგოლების ჩვენებაც გაიმართა, რომელთა მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა  იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში  ცვლილებები შევიდა, რომელთა მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სოციალური კამპანიაარა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა