|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატიფიცირებას საქართველოს ყოფილი და მმოქმედი პრეზიდენტები დაესწრებიან

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს. 

სტრასბურგშ იმყოფება  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.  იგი დღეს ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, რომელზეც ისტორიული დოკუმენტის რატიფიცირება მოხდება. 
გიორგი მარგველაშვილთან ერთად სტრასბურგში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი.

ევროკავშირთან ასოცირების  რატიფიცირებას დღეს  სტრასბურგში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც   დაესწრება.

"ყველამ რომ იცოდეს, ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან სწორედ მისი რეფორმების და პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოვახდინოთ", -განაცხადა  ვროპის სახალხო პარტიის წევრმა იაცეკ სარიუჟ ვოლსკიმ. სწორედ ამ პარტიის ინიციატივით მოხდა  სტრასბურგში სააკაშვილის მიწვევა

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა