|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მთავრი ფინანსური დოკუმენტი მიღებულია

ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტი 47 მილიონ 555 ათას 400 ლარს შეადგენს. ქალაქის ბიუჯეტის პროექტი შოთა მურღულიამ საკრებულოზე სლაიდის სახით წარმოადგინა.

25 წევრისაგან შემდგარ საკრებულოში აღნიშნულ პროექტს ხმა 17 დეპუტატმა მისცა, მმართველი გუნდის გეგმას მხარი ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა არ დაუჭირეს.
 ლეიბორისტული პარტიის წევრის, სამსონ გუგავას თქმით, ეს არ არის ხალხზე ორიენტირებული ბიუჯეტი. " 2015 წლის ბიუჯეტი ინარჩუნებს გასული 9 წლის ტენდენციას, არ არის გათვლილი ხალხზე.  თუ იქნებოდა გათვალისწინებული ახალი ეკონომიკი აღორძინება, ახალი სამუშაო ადგილების, საწარმოების შექმნა, მაშინ მხარს  დავუჭერდი", -განაცხადა გუგავამ.
 "ნაციონალების" აზრით კი, ახალი ბიუჯეტი ბევრ პრობლემებს შექმნის "ძალიან ბევრი შენიშვნა, რომელიც გვქონდა, ან დამახინჯებულადაა, ან საერთოდ არაა გათვალისწინებული. ვფიქრობ, პროფესიონალური ქმედება იქნებოდა, რომ ყველა ციფრის არგუმენტაცია მოეხდინათ.  შემიძლია პროგნოზი გავაკეთო, ამ გადაწყვეტილებას ტრანსპორტის ფასის გაზრდა, თვითმმართველობის თანამშრომლების უკმაყოფილება და კიდევ ბევრი პრობლემა მოყვება, ამიტომ მას მხარს ვერ დავუჭერთ." - განაცხადა  ბესიკ ბრეგაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი ხალხზე ორიენტირებული ბიუჯეტია. "დავამტკიცეთ ქალაქის ბიუჯეტი. ეს ყველაზე მეტადაა პორიენტირებული ხალხზე, რაც აქამდე ყოფილა. დაგეგმილია უამრავი პროექტი და ეს არაა ბოლო ციფრი, რომლითაც ქუთაისი დაასრულებს საბიუჯეტო წელს", - განაცხადა დავით დვალმა.
 2015 წლის ბიუჯეტის მიღებას მიესალმება ქალაქის მერი, შოთა მურღულია საკრებულოს გადაწყვეტილებას გონივრულად აფასებს.  "2014 წლის ბიუჯეტთან შედარებით არის მნიშვნელოვანი ზრდა. პრიორიტეტში გათვალისწინებულია ბაღების მშენებლობა, სოციალური მიმართულება, ინფრასტრუქტურა, კულტურა და სპორტი", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა