|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნა

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი მენდელსონის საკონცერტო პიესით გაიხსნა. ფესტივალში მონაწილეობას ქართველში ხელოვანების გარდა ჰოლანდიიდან, სომხეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული მუსიკოსებიც იღებენ.

როგორც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, თამთა თურმანიძემ განაცხადა, ქუთაისი მუსიკალური ტრადიციების მხრივ ერთერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია საქართველოში.

"ქუთაისმა მისცა მსოფლიოს ბალანჩივაძეების მთელი დინასტია, ასევე ფალიაშვილის მუსიკასთან ზიარება ქუთაისში მოხდა. პრაქტიკულად, ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ გაგრძელდეს ის დიდი ტრადიციები, რაც ამ ქალაქს გააჩნია", - აღნიშნა თურმანიძემ.

ქუთაისში ფესტივალის ჩატარების ინიციატორი, კლარნეტისტი, ლევან ცხადაძეა. მისი თქმით, კონცერტის დამსწრე საზოგადოების დიდი ნაწილი ახალგაზრდები იყვნენ, რაც ძალიან გასახარებელია.

ფესტივალი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა