|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამოუცნობი ინფექცია, რომელიც საქართველოში გავრცელდა

ქართველი სპეციალისტები ამერიკელ კოლეგებთან ერთად ამ დრომდე ცდილობენ, დაადგინონ, რა სახისაა დაავადება, რომლითაც სამი ადამიანი დაინფიცირდა. უკვე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ ეს არის ამოუცნობი ვირუსული ინფექცია, რომელიც მანამდე არსად დაუფიქსირებიათ. წინასწარი კვლევების მიხედვით, ის ძალიან ჰგავს "ყვავილის" სახელით ცნობილ ვირუსს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური შედეგით სრულდებოდა. თუმცა იმის გამო, რომ ინფექცია ბოლომდე გამოკვლეული არ არის, სპეციალისტებს დაავადების თანმდევი შედეგების სიმძიმის პროგნოზირება ამ ეტაპზე უჭირთ. კვლევის პროცესში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებიც არიან ჩართულები, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ ახალი ვირუსული ინფექცია შესაძლოა ბიოლოგიურ იარაღად იყოს გამოყენებული.


წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა