|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კვიციანის სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო

ამ წუთებში ხმაურის ფონზე დაიწყო ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესი. დარბაზის სიმცირის გამო სასამართლო პროცესზე დასწრება ყველა მსურველმა ვერ მოახერხა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია.  კამათი გაიმართა მოქალაქეებსა  და  სასამართლოს დაცვის თანამშრომლებს შორის. დარბაზს მიღმა დარჩა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძეც,  რომელმაც სასამართლოს შენობა დატოვა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ დარბაზში შეიყვანეს. 


ავტორი: გიგა გელხვიიძე