|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა. ცესკოს სამ ვაკანტურ ადგილზე გიორგი მარგველაშვილმა კანონმდებლებს ასარჩევად ექვსი კანდიდატურა შესთავაზა. მათ შორის საიას იმერეთის ორგანიზაციის ხელმღვანელი გიორგი ჭიქაბერიძეა, მასთან ერთად პირველ ვაკანტურ ადგილზე დასახელებული იყო ნათია ჯიქია. ამათგან, ფარული კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის მხარდაჭერა ორივემ  მიიღო. ასევე ორივე კანდიდატურას - დავით ღონღაძეს და ზურაბ ხრიკაძეს დაუჭირეს მხარი იურიდიული კომიტეტის წევრებმა. ისინი საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოში არსებულ მეორე ვაკანტურ ადგილზე დაასახელა. მესამეზე კი, შეთავაზებული იყო გიორგი ჯავახიშვილის და ლევან ტურაშვილის კანდიდატურები. კომიტეტის მხარდაჭერა ჯავახიშვილმა მიიღო.
ფარულ კენჭისყრამდე დეპუტატებმა ცესკოსთან დაკავშირებით კანდიდატების ხედვები მოისმინეს.
საკითხი  განსახილველად  პარლამენტის უახლოეს სესიაზე გავა.

ავტორი: ნიუპრესი