|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელბურთში 2017 წლის ჩემპიონატი ქუთაისში ჩატარდება

ქუთაისში, მართალია, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი არ ჩატარდება, მაგრამ სანაცვლოდ ქუთაისი ხელბურთის მსოფლიო  ჩემპიონატს უმასპინძელბს, ამის შესახებ მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა. იგი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა  მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს  და აღნიშნა „წელს ქუთაისში  თოვლი  არ მოვიდა, ჩემი ბრალი ყოფილა, ახლა ქუთაისი თბილისთან რომ არ არის ახლოს, ესეც ჩემი ბრალი ყოფილა. ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, მაგრამ ეს არ იყო ჩვენზე დამოკიდებული. სამაგიეროდ, მიმდინარეობს მოლაარეკები ხელბურთის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, რისთვისაც დაწყებულია მზადება და 2017 წლის ბოლომდე დასრულდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა“,- განაცხდა შოთა მურღულიამ.

მისივე თქმით, ქუთაისი 2017 წლის რაგბის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მოლაპარაეებებს აწარმოებს. 

ავტორი: ანა ჯიქია