|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ალასანია: "ჩვენ არ წავსულვართ კოალიციიდან, ზურგში დანა ჩაგვარტყეს და ისე გაგვიშვეს"

"თავისუფალი დემოკრატები" რეგიონებში შეხვედრებს მართავენ.  პარტიის ლიდერების  განცხდებით, შეხვედრის მიზანს რეგიონში არსებული მდგომარების შესწავლა წარმოადგენს. ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი და გია ცაგარეიშვილი მოსახლეობას ზესტაფონში შეხვდენენ და მათი პრობლემები მოისმინეს.  შეხვედრაზე  ირაკლი ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ  კოალიციის შემადგენლობის დატოვების მიზეზებზეც ისაუბრა: „უდანაშაულო თავდაცვის 5 თანამშრომელი დააპატიმრეს, იმიტომ რომ ჩემთვის ჩრდილი მოეყენებინათ. ის, რომ თავდაცვის სამინისტროში წარმატებები იყო, ეგონათ, მარტო ჩვენთვის გამოვიყენებდით. ეს ქვეყნის წარმატება იყო და ვიღაცას ეს არ უნდოდა. ჩვენ არ წავსულვართ კოალიციიდან, ზურგში დანა ჩაგვარტყეს და ისე გავიშვეს, ბიძინასთანაც მართალი ვართ.  2 თვის მოსულები ვიყავით და უკვე  დაიწყო ჩვენთვის  ზურგში დანის ჩარტყმა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ზესტაფონში მოსახლეობათან შეხვედრისას. 

რეგიონებში  შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერები ქვეყნის განვითარების პროგრამის შედგენას გეგმავენ.

ავტორი: ანა ჯიქია