|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბომ ფრანგული კომპანიის ყურადღება მიიქცია

წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტით ფრანგული კომპანია “Compagnie de Vichy” დაინტერესდა. საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ფრანგული კომპანიის წარმომადგენელს წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია და პროექტის დეტალები გააცნო. პირველი სამუშაო შეხვედრა ფონდში “Compagnie de Vichy” - ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჟან-ლუკ სუარესმა გამართა.
წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ერთად შეიმუშავა.
პროექტის თანახმად, წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაცია ორფაზიანია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. იგი რამდენიმე წელი გაგრძელდება დათერმული აბანოების აღდგენას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასტუმროების რეაბილიტაციას, თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასტუმროების აშენებას, სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარებას, საბავშვო გასართობი ცენტრების და წყლის ატრაქციონების აშენებას, რესტორნების განვითარებას, გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობას, სავაჭრო ცენტრების გახსნას და ტროპიკული ბაღების გაშენებას მოიცავს. საერაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს.
1862 წელს დაარსებული ”Compagnie de Vichy”  ფრანგულi კომპანიაa, რომელიც ევროპაში ცნობილი სპა და თერმული კურორტების მართვასა და ოპერირებას ახორციელებს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა