|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი პარლამენტში თებერვლის მესამე კვირას წარსდგება

პრეზიდენტი პარლამენტში თებერვლის მესამე კვირას წარსდგება, ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომიდან გამოსულმა დეპუტატმა გოგი თოფაძემ განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ სხდომაზე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. „იყო მიმდინარე მოვლენების განხილვა, რამე სენსაციური არ მოხდარა, თორემ არ დაგიმალავდით. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით გეტყვით, რომ მისი ვიზიტი შემდეგ კვირაში, შემდეგ სესიაზე იქნება“,- განაცხდა „ქართული ოცნება - მრეწველების“ დეპუატატმა გოგი თოფაძემ. კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს დაახლოებით 5 საათი გაგრძელდა და მას ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა