|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთი მილიარდი ამბოხებული" ქუთაისში

"ერთი მილიარდი ამბოხებული" ასეთი სახელწოდებით აქცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა "მშვიდობის კორპუსის" მოხალისეებთან ერთად  გამართეს. მონაწილეებმა ცეკვებით, სიმღერებით და სხვადასხვა აქტივობებით  ქალათა მიმართ ძალადობა  დაგმეს. "ვალენტინობის დღესასწაულზე ტრადიციულად მსოფლიოს მასტაბით გამოდიან ქალბატონები და სხვადასხვა სახის პოზიტიური აქტივობებით უარს ეუბნებიან ძალადობას. დღეს აქ გარდა ახლაგაზრდა იურისტებისა, წარმოდგენილი არიან სხვადსახვა არასამავრობო ორგანიზაციები და ერთად ვუერთდებით მსოფლიო კამპანიას",- განაცხადა ახალგაზრდა იურისთა ასოცოაციის ქუთაისის ფილიალის იურისტმა მაკა ცერცვაძემ. 

  მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა და უცხოელმა  მუსიკალურმა ჯგუფებმა მიიღეს. ერთ-ერთი  მონაწილე ერიკ მაიერი იყო, რომელმაც ქარულ ენაზე "საქართველოო ლამაზო" შეასრულა. "საქართველოში წელიწადი და რვა თევა რაც ვიმყოფები, ძალიან მომწონს აქაურობა, შეიძლება ითქვას, მე უკვე იმერელი ვარ. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს გამოსვლას, მე ვალენტინობის დღესასწაული მივულოცე ქართველებს და შევუერდი ერთ მილიარდ ამბოხებულს", - განუცხადა "Newprss.ge" -ს ერიკ მაიერმა,რომელიც საქართველოში ინგლისურის მასწავლებლად ჩამოვიდა.
"ერთი მილიარდი ამბოხებული" არის მსოფლიოში ცნობილი კამპანია, რომელიც  ივ ენსლერს, ცნობილი დრამატურგს და აქტივისტს ეკუთვნის. კამპანია გლობალურ ქმედებას გულისხმობს, რომელიც მთელ მსოფლიოს უჩვენებს ქალთა მრავალრიცხოვნებას საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა