|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პატიმარ ქალებს დედის დღე მიულოცეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის  N2 დაწესებულების სოციალური სამსახურის ინიციატივით და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხარდაჭერით  ასოციაციასთან "ქალები რეგიონების განვითარებისათვის" არსებულმა "ქალთა კლუბმა" დაწესებულების ბინადარ ქალბატონებს  დედის დღე მიულოცა. "ქალთა კლუბის" წევრებმა პატიმრებს  პარფიუმერული ნაკრები და ყვავილები გადასცეს.

„ბოლო 8 წლის განმავლობაში ასოციაციასთან  "ქალები რეგიონების განვითარებისათვის" არსებულ ქალთა კლუბს პირველად მიეცა შესაძლებლობა,  პატიმარი ქალებისთვის დედის დღე მიელოცა, ჩვენ მათ საჩუქრად  გადავეცით პარფიუმერული საშულებები, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელმა მაკა ხეცურიანმა. მისივე თქმით,  პატიმარი ქალბატონებისათვის მათი სტუმრობა სიურპრიზი იყო, ამ დროისათვის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს 11 პატიმარი იხდის, ზოგი მათგანი მსჯავრდებულია, ზოგიერთი კი სასამართლოს განაჩენს ჯერ კიდევ ელოდება. 

 მოგვიანებით,  "ქალთა კლუბის" წევრებმა ქუთაისის ლერი ხონელიძის სახელობის სამშობიარო სახლი მოინახულეს და ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს.



ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა