|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უნივერსიტეტის ქალბატონებს გაზაფხულის დადგომა მიულოცეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტაციამ თანამშრომელ ქალბატონებს გაზაფხულის მოსვლა მიულოცა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ადილამ“,  სტუდენტებმა და მოწვეულმა პოეტმა ცირა შალაშვილმა. 

,,ძალიან ლამაზი დღეა  უნივერსიტეტში. ჩვენ ვეფერებით ჩვენს ლამაზ ქალბატონებს, მათ ვულოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას.  უნივერსიტეტი ყოველთვის მოეფერება პოეზიას, მშვენიერ ქალაბატონებსა და ქართულ ნიჭიერებას. ეს დღე ლამაზდება ჩვენი სასიქადულო პოეტის ცირა შალაშვილის ლექსებით, რომლებზეც სიმღერებიცაა დაწერილი“,- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა შალვა კირთაძემ.

,,დღევანდელი პოეზიის საღამო თითქოს პატარა ანაგრიშის ჩაბარებაა ამ უნივერსიტეტისთვის. დღეს ქალბატონების წინაშე წავიკითხე ყველაზე ნაზი და ჰაეროვანი ლექსები, რაც დედებს, ახალგაზრდა და შეყვარებულ ქალბატონებს ეხებათ. დღევანდელი გაზაფხულისთვის შესაფერისი, ცივი დღე თითქოს განგებ იქნა წინასწარ შერჩეული, რაც ძალიან მახარებს, ქალი ხომ მარტს ძალიან ჰგავს“-, განაცხადა პოეტმა ცირა შალაშვილმა.


ავტორი: თინათინ გურგენიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა