|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში შეძენილ პელმენში მავნე მიკროორგანიზმები აღმოჩნდა

 ქუთაისის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა 2015 წლის 18 თებერვალს შეიძინეს ასაწონი და შეფუთული პელმენის ნიმუშები შემდეგ მაღაზიებში:

  1. ხუნდაძის ქუჩა #48-ა-ში მდებარე სუპერმარკეტ "ალავერდში" „თოლიას“ ფირმის შეფუთული პელმენი „ქალაქური“ და შპს  „პროგრესის“ ასაწონი პელმენი „ალვანი“.
  2. ავტომშენებლის #3-ში მდებარე შპს „დანამა“-ში „ქართული გემოს“ პელმენი „ოჯახური“ (შეფუთული) და „ყაზბეგის“ ფირმის  „ყაზბეგური“ (შეფუთული); ასევე, „ყაზბეგისა“ და „რაჭის“ ასაწონი პელმენები.

ნიმუშები ჩაბარდა ლაბორატორიას მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული შედეგების თანახმად, მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაში იყო მხოლოდ "თოლიას" პელმენში, ხოლო დანარჩენი ხუთი ნიმუშიდან ოთხ მათგანში აღმოჩნდა ორი პათოგენური მიკროორგანიზმი: ლისტერია მონოციტოგენეზი და სალმონელა,  ხოლო "რაჭას"  ასაწონ პელმენში აღმოჩნდა მხოლოდ ლისტერია და მონოციტოგენეზი. აღმოჩენილი მიკროორგანიზმები ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

დარღვევების შესახებ მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა აცნობა მწარმოებლებს, მაღაზიის მეპატრონეებს, მუნიციპალიტეტსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა