|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკონომიკის მართვის სამსახურის უფროსს ხვალ წარადგენენ

ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. მას ქალაქის თვითმართველობა სპეციალურ ბრიფინგზე წარადგენს. თუ ვინ წარმართავს ქუთაისის ეკონომიკურ პოლიტიკას, ოფიციალურად ჯერ არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტს  "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი დაიკავებს.

როგორც მან  „ნიუპრესს“  განუცხადა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა ამ საკითხზე მასსა და ქალაქის ხელმღვანელობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. 
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც აღნიშნული სამსახურიდან სოსო გაბრიჭიძე სპორტის ააიპ-ში გადაიყვანეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა