|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

21 მარტის აქციაზე მინისტრთა კაბინეტის გადაყენებას მოითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს აქციას გამართავს, საპარლამენტო ოპოზიცია ფართომასშტაბიან ქუჩის გამოსვლას აანონსებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის კობა სუბელიანის ინფორმაციით, აქციაზე მოსახლეობის დიდი ნაწილი მივა და "ნაციონალურ მოძრაობასთან"  ერთად ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას  -არას ეტყვის. ,,აქცია აუცილებლად იქნება ფართომასშტაბიანი და ჩვენ ქართველი მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად სამთავრობო პოლიტიკას უნდობლობას გამოვუცხადებთ, ჩვენ დავაყენებთ კონკრეტულ მოთხოვნას და ეს არის ის,  რომ ეს მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს, ეს მთავრობა უნიათოა და ჩვენ მათ ამას 21 მარტის ფარტომასშტაბიანი აქციით დავანახებთ“, - აღნიშნა კობა სუბელიანმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" აქციის მასშტაბურობის არ სჯერათ მმართველ გუნდში.  დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე საპარლამენტო უმცირესობის მიერ გამართულ 15 ნოემბრის  აქციას იხსენებს და აცხადებს,  ეს აქცია იქნება ისეთივე "მასშტაბური" და "შედეგებზე ორიენტირებული" იქნება,  როგორც ნოემბერში.

21 მარტის დაანონსებულ აქციას  გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძეც და ოპოზიციას გადაწყვეტილება დაუწუნა.   ,,როგორც არ უნდა ეცადოს "ნაციონალური მოძრაობა" ქართული ოცნების დისკრედიტაციას, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოუტანს ამ მოძრაობას რაიმე პოზიტიურს, საკუთარი რესურსი მათ არა საბოტაჟის და გაფიცვებისკენ,   არამედ საქმიანი წინადადებების და რეკომენდაციებისკენ უნდა მიმართონ,  რათა ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ ის კრიზისი,  რაც არამარტო საქართველოში,  არამედ მთელს მსოფლიოშია.“ 

ავტორი: ეკა შალამბერიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა