|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აშშ-ის ელჩმა კახი კალაძესთან და იმერეთის გუბერნატორთან ერთად გაზსადენი მოინახულა

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტის დასრულების აღსანიშნავად მაგისტრალური გაზსადენისქუთაისი-აბაშის“ 700მმ დიამეტრის 47კმ-იანი მონაკვეთის მე-17 კილომეტრზე მილსადენის გამწმენდ და სადიაგნოსტიკო მოწყობილობა დაათვალიერე.

აშშ-ის მთავრობის ინიციატივითაშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ“ (USAID) მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის .. „ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტისფარგლებშისაქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ 62 მილიონი დოლარი 2010 წელს გამოუყო. ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა მიზნ ისახავდა საქართველოს მთავრობისათვის ხელი შეეწყო გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად. „ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი” 2014 წლის ბოლოს დასრულდა და მის ფარგლებში სულ 150კმ-მდე სიგრძის 700მმ დიამეტრის ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა განხორციელდა. კერძოდ,  აშენდა გაზსადენის სენაკი-ფოთის, აბაშა-სენაკის, ქუთაისი-აბაშის, ზესტაფონი-ქუთაისისა და გორი-ქარელის მონაკვეთები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად ამაღლდა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ტექნოლოგიური საიმედოობა, გაიზარდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ დიამეტრის მილსადენები 700მმ დიამეტრის მილსადენებით ჩანაცვლდა და ასევე, პროექტის რეალიზაცია ხელს უწყობს საქართველოს რეგიონების მოსახლეობის, საწარმოთა და შავი ზღვისპირა რეკრეაცული ზონის გაზმომარაგების გაზრდას.

აშშ-ის მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ საქართველოს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დახმარება გამოუყო. საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი კი USAID-ის მიერ დაფინანსებული 115 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროექტის ნაწილია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა