|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი–ბენარას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2015 წლის 1 ეპატზე დაგეგმილი  პროექტების ფარგლებში, ქუთაისი–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზის 4,5კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ განახორციელეს. ამ დროისთვის, ქუთაისი–ბენარას საავტომობილო გზაზე, არსებული სარწყავი არხების გაწმენდა, მილების, კიუვეტების და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 4,5 კმ–იან მონაკვეთზე დაგეგმილია გზის საფარის განახლება,  გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, ასევე საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის სამუშაოები. სამუშაოებზე 50–მდე ადამიანია დასაქმებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. ქუთაისი–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზის 4.5  მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.  პროექტის განხორციელების შემდეგ, 4 სოფლის მოსახლეობას  აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მიმიმოსვლა მნიშვნელოვნად გაუადვილდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა