|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გივი ჭიჭინაძე:"ხელისუფლების პრეროგატივა განათლების ხარისხის სრულყოფაა"

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში "ახალგაზრდული ცენტრი" მოინახულა, სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. გუბერნატორი  ცენტრის მიერ მომზადებულ ღონისძიებას დაესწრო.

 "დღევანდელი ხელისუფლების პრეროგატივა განათლების ხარისხის სრულყოფაა, აქ სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობის კარგი მაგალითია წარმოდგენილი. მსგავსი ცენტრები ყველგან უნდა იყოს",- განაცხადა  გივი ჭიჭინაძემ.
გუბერნატორის გაოცება "ახალგაზრდულ ცენტრში" ჟურნალისტიკის სკოლის არსებობამ გამოიწვია, "არ ვიცოდი, თუ აქ ჟურნალისტიკის სკოლაც ფუნქციონირებდა, ვუსურვებ მის მოსწავლეებს, წარმატებულები იყვნენ",- აღნიშნა ჭიჭინაძემ. 
ახალგაზრდული ცენტრი კულტურულ-საგანმანათლებო კომპლექსია, რომელიც 16 სხვადასხვა დარგის სახელოვნებო და პროფესიულ სასწავლებელს აერთიანებს. დღეის მონაცემებით, იქ 200-მდე ბავშვი სწავლობს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა