|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორმა გამგებლებს საბავშვო ბაღების კონტროლი დაავალა

სამტრედიაში საბავშვო ბაღში დაავადებული  ხორცის აღმოჩენის ფაქტის შემდეგ   იმერეთის გუბერნატორმა  მუნიციპალიტეტების გამგებლებს საბავშვო ბაღებზე კონტროლის გაძლიერება დაავალა.

 "ვთხოვ ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომ ყურადღება მიაქციონ საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას, ჰიგიენურ მხარეს, რა პროდუქტები შედის და როგორია მისი შენახვის პირობები", - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

როგორც სამტრედიის გამგებელმა  განაცხადა,  სამტრედიის საბავშვო ბაღებს  ხორცს ბაღებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ნინო“აწვდიდა. ამასთანავე მუნიციპალიტეტი პროდუქტის შესამოწმებლად სპეციალისტებს ქუთაისიდან იწვევდა. "ერთ-ერთი შემოწმებისის მეცხრე ბაღში  გაფუჭებული ხორცი აღმოჩნდა. თუ დამტკიცდება,  რომ გაფუჭებული ხორცი მეპატრონეს აქვს შემოტანილი, ვფიქრობთ, გავწყვეტთ მასთან ხელშეკრულებას და გამოვაცხადებთ ახალ ტენდერს", - განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.  გამგებელის თქმით, სამტრედიის თითქმის ყველა ბაღს სველი წერტილების და საკუჭნაოების პრობლემა აქვს. ვალერი ფოცხვერიას განმარტებით, ამ პრობლემის გადასაჭრელად  რეგიონალური განვითარების ფონდიდან 300 ათას ლარამდე თანხაა გამოყოფილი.

 ამ დროისათვის  სამტრედიის  2 2საბავშვო  ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი  პროცესი შეჩერებულია.  გამგებლის თქმით, ბაღებში მუშაობა  საშიშროების მოხსნისთანავე განახლდება.

 

ავტორი: ანა ჯიქია