|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაღუპული ბიზნესმენის მკვლელობას მის საქმიანობას უკავშირებენ

თბილისში ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანი  ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. მა მრავლობითი  ჭრილობები უცნობმა პირმა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში მიაყენა. ბიზნესმენი  გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108- მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 
ამ ეტაპზე საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.

ბესო ხარძიანი კომპლექს "კუს ტბის"ყოფილი მეპატრონე იყო. იგი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა.  რამდენიმე ხნის წინ ბესო ხარძიანი აცხადებდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გია უდესიანმა "კუს ტბის" წილში შესვლა მოსთხოვა და უარის შემდეგ მოხდა მისი დაკავება. 
ბესო ხარძიანმა "კუს ტბის" ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას მიმართა.

  ბიზნესმენის ოჯახის წევრები მკვლელობას მის საქმიანობას უკავშირებენ და მასში  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს გიორგი უდესიანს ადანაშაულებენ.

 

ავტორი: ნიუპრესი