|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნუ წაგვართმევთ ფეხბურთს“ - აქცია ზეტაფონში

ნუ წაგვართმევთ ფეხბურთს“, „მოვითხოვთ სახელმწიფოს თანადგომას, გადაარჩინეთ ფეხბურთი“ - ამ ლოზუნგების ფონზე ზესტაფონში საფეხბურთო კლუბ ,, ზესტაფონის' ნაკრების წევრებმა და მათმა მშობლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საფეხბურთო კლუბის დახმარებაა, რადგან ზესტაფონში სპორტის ამ სახეობამ განვითარება არ შეწყვიტოს. აქციის მონაწილეების განცხადებით, არსებობს იმის საფრთხე რომ საფეხბურთო კლუბი შესაძლოა დაიშალოს. ზესტაფონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ამჟამად თბილისში სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროში იმყოფებიან. საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონთან' დაკავშირებით, განცხადება მუნიციპალიტეტის ვებგერდზე ერთი კვირის წინაც გავრცელდა, სადაც ნათქვამია: „ვინაიდან საკრებულოს ბიურომ, საკითხის წინასწარი დამუშავების პროცესში მიიჩნია, რომ / ზესტაფონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სამართლებრივი და ფინანსური შეუთავსებლობაა და საჭიროა საკითხის დამატებითი შესწავლა. აქციის მონაწილეებმა დავით აღმაშენებლის სახელობის სტადიონიდან გამგეობის შენობისკენ გადმოინაცვლეს.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა