|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლებში პედაგოგებს საკლასო დაკვირვებები ჩაუტარდებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ქუთაისში პედაგოგებს შეხვდა და მათ საკლასო დაკვირვების ნაწილის მომზადების მომდევნო ეტაპებზე ესაუბრა. პირველი ეტაპი ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გამოცდილების შესწავლას, გაანალიზებასა და საჭიროებების გამოვლენას გულისხმობდა. საკლასო დაკვირვების ფარგლებში გათვალისწინებულია მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დაკვირვებისა და ანალიზის გზით პედაგოგიური უნარის შეფასება. 

"ეს სისტემა, პირველ რიგში, მათთვის უნდა იყოს მისაღები და არ გაუჩნდეთ სტრესი, განცდა. ჩვენ გვინდა პედაგოგებმა მიიღონ მონაწილეობა ამ სისტემის შექმნაში. საბოლოო ჯამში, ეს პროდუქტი შეიქმნა არა ერთი ორგანიზაციის მიერ არამედ ყველა მმოქმედი პედაგოგის ჩართულობით",- განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 
 გაკვეთილზე დაკვირვების ერთ-ერთი საშუალება ვიდეო დაკვირვებაა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მასწავლებლი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერი გადააგზავნოს შესაფასებლად. "აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთი გაკვეთილის დაკვირვებაზე. სპეციალურად მოწყობილ საკლასო ოთახში პედაგოგს შეეძლება ერთი კვირის განმავლობაში სისტემატიურად ჩაატაროს გაკვეთილი და აქედან მისი აზრით საინტერესო 2 ან 3 გაკვეთილის ჩანაწერი გადააგზავნოს",-  განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 
საკლასო დაკვირვების პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში 2016 წლიდან ამოქმედდება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა