|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის შესახებ

სმენადაქვეითებულმა პირებმა  ქუთაისში  ახალი სერვისის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ადგილზე მოხდა მსურველების დარეგისტრირება. 30 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირის ხელშეწყობით112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისისშესახებ პრეზენტაციები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გაიმართასაინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში სერვისის მომხმარებელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე დარეგისტრირებულიყვნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ახალი სერვისის შესახებ და თავად შეემოწმებინათ  ახალი მომსახურების ეფექტურობა.  SMS და ვიდეო ზარი ხელმისაწვდომია მთელ საქართველოში, 24 საათის განმავლობაში. სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ  ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის!  სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge . ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს გადაუდებელ შემთხვევებში, ექნებათ შესაძლებლობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურს გადაეცემა.




ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა