|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა 2017 წელს დაიწყება

ქუთაისის სიახლოვეს, სოფელ გოდოგანის ტერიტორიაზე, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელი მოეწყობა. ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც მთლიანად იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას მოემსახურება, 2017 წელს დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება.

პროექტის ფარგლებში მოხდება ქუთაისის ძველი ნაგავსაყრელის დახურვა. აღნიშნული ინფორმაცია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა იმერეთის რაიონის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული ერთეულების წარმოადგენელებს გააცნეს. რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას მყარი ნარჩენების კომპანია KFW(გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვიარების ბანკი) დაფინანსებით ახორცილებს. პროექტის ღირებულება 26 მილიონი ევროა.

ნაგავსაყრელისთვის თავდაპირველად ჭოგნარის ტერიტორია შეირჩა, თუმცა ადგილობრივების პროტესტის შემდეგ ადგილი შეიცვალა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა