|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის შეხვედრა გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სახელმწიფო კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. დღეს მორიგი შეხვედრა ქუთაისის მერიაში გაიმართა,  სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელბა განიხილეს.

„ დღეს ქუთაისის თვითმმართველობაში იმ ადამიანებს შევხდვით, რომელთაც მოქალაქეებთან უშუალო შეხება აქვს. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან მთავარია საზოგადოების ინფორმირება,“-აცხადებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე.

ქუთაისის ვიცე-მერის, კონსტატინე ქავთარაძის თქმით, მხარეები აქტიურ თანამშრომლობასა და ევროინტეგრაციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებაზე შეთანხმდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა