|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჰუალინგ ჯგუფი" იმერეთში ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად მზადაა

სასტუმროში "ბაგრატი 1003" პრემიერისა და ბიზნესმენების  შეხვედრა დასრულდა.  ბიზნესის წარმომადგენლებმა შეხვედრა შეაფასეს. მათი თქმით, შეხვედრა საინტერესო იყო რადგან სასურველ კითხვებზე პასუხის მიღების საშუალება მიეცათ. "შეხვედრა საინტერესო იყო, მოგვეცა საშუალება პირადად გავსაუბრებოდით სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს. მე კითხვა ფინანსთა მინისტრთან მქონდა. ეს საგადასახო საკითხებს უკავშირდებოდა",- განაცხდა  სამკერვალო კომპანია "იმერი" წარმომადგენელმა მაია სიმონიძემ. 

შეხვედრა შეაფასა ჟურნალისტებთან "ჰუალინგ ჯგუფის" გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, საქართველოში დამაკმაყოფილებელი საინვესტიციო კლიმატია და ისინი თანამშრომლობის გაგრძელებას ისევ გეგმავენ. "ჩვენ დიდი ხანია, საქართველოში ვართ, რაღაც პერიოდი ვიზებთან დაკავშირებით იყო პრობლემები, რაც  გამოსწორდა და გამარტივდა. ჩვენი ერთ-ერთი დიდი პროექტი ქუთაისში ხორციელდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმერეთის რეგონში ახალი დიდი ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად",- განაცხადა "ჰუალინგ ჯგუფის" გენერალურმა მდივანმა ვან შინგ სინიმ.
სასტუმროში "ბაგრატი 1003" შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერს კომენტარი არ გაუკეთებია.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა