|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნოდარ ხადური -"არა მგონია, ვინმემ ამ შენობაში 80 მილიონი გადაიხადოს"

პრემიერის განცხადებას  ქუთაისში მთავრობის სახლის შენობა სავარაუდო  გაყიდვის შესახებ, ფინანსთა მინისტრი  ნოდარ ხადური  გამოეხმაურა.  მისი თქმით, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვინც მასში 80 მილიონს გადაიხდის. ნოდარ ხადურმა კომენტარი პარლამენტის შენობის ბედზეც გააკეთა:  "არის ქალაქი, რომელსაც აქვს პარლამენტი,  მაგრამ არ აქვს წყალი. იმ 350 მილიონით შეიძლებოდა წყალმომარაგების სისტემის გაკეთება, რომელიც მოამარაგებდა არა მარტო ქუთაისს, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოსაც. ჩვენ ვგეგმავთ,  რომ პარლამენტი დაბრუნდება თბილისში, სადაც არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შემცირდება ხარჯები, ხოლო შენობის ბედზე არის სხვადასხვა მოსაზრებები, პარლამენტის წვერებს საინტერესო წინადადებები აქვთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.  

ავტორი: ანა ჯიქია