|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სურსათის უვნებლობის პრობლემა ისევ აქტუალური რჩება

სურსათის უვნებლობის სამსახურის ანგარიშის პრეზენტაცია  დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ჩატარდა.   პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა შეაფასეს 2014 წელს სურსათის უვნებლობის  რეგულირების კუთხით  საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობა.  გამოიყო ის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიან  რეფორმირების განხორციელებას. ასევე   წარმოადგინეს რეკომენდაციები ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს  შორის.

"სურსათის უვნებლობის  დაცვის მექანიზმები ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა, კონტროლი უფრო ინტესიურად მიმდინარეობს, გარდა ამისა  კანონმდებლობაც გამკაცრდა ამ კუთხით, რაც  გვაახლოებს ევროპულ სტანდარტებთან. მიუხედავად ამისა,   პრობლემა  ისევ აქტუალური  რჩება", -განაცხადა  ვახტანგ კობალაძე  ევრაზიის თანამშრომლობის  ფინდის პროგრამის მენეჯერმა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი