|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„იძირება გემი, გარბის ხალხი“-დავით დვალი

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ლიდერების წასვლას ქუთაისშიც აფასებენ. საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა  ამირან ძოწენძეს "ნაციონალური მოძრაობიდან" წევრების წასვლა  რამდენჯერმე შეახსენა. სხდომას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"  დეპუტატები ბესიკ ბრეგაძე და დავით გოგისვანიძე არ ესწრებოდნენ, რაც თავმჯდომარის შენიშვნის მიზეზი გახდა.

 "სად არიან დეპუტატები, მათაც ხომ არ დაუტოვებიათ პარტია? - აღნიშნა დავით დვალმა და ბიუჯეტში შესული ცვლილებების გამო გაცხარებულ ოპონენტს მიმართა: "აღელვებული ხართ, ალბათ თანაპარტიელების წასვლის გამო. იძირება გემი, გარბის ხალხი" - აღნიშნა დვალმა.

ყოფილი პარტიელების წასვლაზე კომენტარი ამირან ძოწენიძემაც გააკეთა, როგორც მან აღნიშნა, გული დაწყდათ ყოფილი თანაპარტიელების  გადაწყვეტილების გამო, მაგრამ ისინი მეგობრებად რჩებიან, „ნაციონალური მოძრაობა“ კი თავის საქმეს აგრძელებს.

 

ავტორი: ანა ჯიქია