|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველო და უკრაინა ევროპისთვის დიდი ნაღმია"

ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი 

ალექსანდრე გრუშკო მიიჩნევს,რომ ალიანსში უკრაინისა და
 საქართველოს გაწევრიანება ევროპის
 უსაფრთხოებისთვის დიდი ნაღმია. 
ამის შესახებ ალექსანდრე გრუშკომ ტელეკომპანია "რასია 24-სთვის" 
მიცემულ ინტერვიუში გაანაცხადა. "ეს ფაქტობრივად შეუძლებელი სცენარია, რადგან ყველას ესმის, რომ ეს ევროპული უსაფრთხოებისთვის დიდი ნაღმი იქნება. 
ამიტომ არ მგონია, ბევრი ენთუზიასტი იყოს, რომლებიც რეალურად ფიქრობენ უკრაინისა და საქართველოს ალიანსში წევრობის პერსპექტივაზე", – აცხადებს ალექსანდრე  გრუშკო. გრუშკოს თქმით, ფუნდამენტურ პრობლემას ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა