|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერია „უსაფრთხოების კუნძულების“ აუცილებლობას განმარტავს


მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური  „უსაფრთხოების კუნძულებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლოებას კუნძულების აუცილებლობას განუმარტავს.

 „ქალაქში კეთდება მეტად სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმე. გვინდა მოსახლეობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია. იმის გამო, რომ ქუთაისში არ არსებობდა სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები და ქალაქში იქმნებოდა ავარიული სიტუაციები, ასევე ქვეითად მოსიარულეს ექმნებოდა საფრთხე, დაიგეგმა მარეგულირებელი კუნძულების მოწყობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა დიდ ქალაქში არსებობს სიჩქარის მარეგულირებელი კუნძულები. ქუთაისში მისი მოწყობა წელს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. ქალქში 10 ადგილას ეწყობა 24 სიჩქარის მარეგულირებელი კუნძული. საერთო ჯამში 2472 კვ.. ფართობი,“-ნათქვამია განცხადებაში.

როგორც არქიტექტურის სამსახურში განმარტავენ, პროექტში დაცულია ყველა არსებული სტანდარტიკუნძულების მოწყობა მნიშვნელოვნად გაალამაზებს ქალაქის იერსახეს და გაზრდის მწვანე საფარის მოცულობას. მცენარეების მოსავლელად მოეწყობა სარწყავი სისტემები.  კუნძულებისთვის ჯამში 400 000 ლარი გამოიყო. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა