|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლიტერატურული მოგზაურობა პოლონეთში


"ლიტერატურული მოგზაურობა პოლონეთში"- ასე ქვია პროექტს, რომელშიც ახალგაზდა ქუთაისელი მწერლები და პოეტები მონაწილეობდნენ.  დელეგაცია პოლონეთის რესპუბლიკაში ერთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა.   ქალაქ ვარშავასა და კრაკოვში გაიმართა ქართულ-პოლონური ლიტერატურული მარათონი, სადაც ახალგაზრდებმა გამოცხადებული ფრაზის მიხედვით  ლიტერატურული ნაწარმოებები შექმნეს. კრაკოვში ქუთაისელი მწერლის თეიმურაზ ლანჩავას შემოქმედებიდან გაჟღერებულ ფრაზაზე დაიწერა ნაწარმოებები, ქართულ, პოლონურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე", -განაცხადა პროექტის დირექტორმა  შალვა კამლაძემ.
პოლონეთში პროექტს პატრონაჟს  საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ქეთი ფრანგულაიშვილი  უწევდა.  ახალგაზრდა პოეტების პოლონეტში გამგზავრება კი ქუთაისის მერიამ დააფინანსა. შალვა კამლაძის თქმით, პროექტისადმი ფინანსური მხარდაჭერა ასევე ქუთაისურმა კომპანიებმა "მაკნატუნა" და "ექსტრა მითი" გამოხატეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა