|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"როდესაც პარლამენტი გადავა, ფუნქცია ხომ უნდა დარჩეს ქუთაისს"-გუბაზ სანიკიძე

 მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისის" წარმომადგენლები გუბაზ სანიკიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა  "ტექნოლოგიური უნივერსიტეტის" ქუთაისში განთავსების პერსპექტივაზე ისაუბრეს. გუბაზ სანიკიძე ამ ინიციატივის მომხრეა. მისი თქმით, პარლამენტარების უმრავლესობა ამ ინიციატივას ემხრობა, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც.

"პარლამენტი ამ იდეას ემხრობა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგი არიან ამ ინიცატივის.  მე ამ საკითხით პირადად ვარ დაინტერესებული.  ქუთაისელი ვარ და  მინდა,  რომ ამ ქალაქს ფუნქცია ქონდეს. როდესაც პარლამენტი გადავა, რაღაც ფუნქცია ხომ უნდა დარჩეს?..  მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი მალე  განიხილება.  პირადად მე,  პრემიერთან ვაპირებ აღნიშნულ საკითხზე საუბარს. ეს იყო ჩვენი მთავარი დაპირება და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს დაპირება შევასრულოთ",-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

"ჩვენი მთავარი ამოცაანაა ამ ინიციატივის მხარდაჭერებისგან ზუსტი  და არგუმენტირებული განმარტება  მივიღოთ,  შევაგროვებთ ყველა საჭირო დოკუმენტს, ხელმოწერებით და გადავუგზავნით პრემიერს",-  განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა მალხაზ ფხაკაძემ.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა