|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არტთერაპიის ოთახი შშმ ბავშვებისთვის

ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში არტთერაპიის ოთახი მოეწყო, რომელიც ახალგაზრდა მხატვარმა გიორგი გამთენაძემ მეგობრებთან: გიორგი ყვავაძესა და ასლან მუშკუდიანთან ერთად მოხატა. ოთახის შეღებვისა და მოხატვის პროცესში შშმ ბავშვებიც მონაწილეობდნენ.

,,ჯადოსნურ სამყაროში’’ ზღაპარ ოთახი გაჩნდა, სადაც ბავშვებისათვის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება. იქნება მულტფილმებისა და ფილმების ჩვენებები, ცნობილი ადამიანების მონაწილეობით მოეწყობა ზღაპრის კითხვის საღამოები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი