|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Google-ს რუკაზე თბილისის სრული მონაცემებია

 Google- ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდა ინფორმაცია თბილისში არსებული ყველა შენობა-ნაგებობისა და გზათა ქსელის შესახებ. აღნიშნული მონაცემები დაახლოებით 3500 კილომეტრის სიგრძის გზათა ქსელს და 160 ათას შენობა-ნაგებობას აერთიანებს, რომლებიც შესაბამისი სამისამართო ნუმერაციითაა დანომრილი. ამიერიდან  შესაძლებელია Google- რუკაზე მოიძიოს თბილისში არსებული ნებისმიერი შენობა.

 Google- პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. შეგახსენებთ, Google- რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად უწყება Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია. რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობას კვლავაც გააგრძელებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი