|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი მერიამ შეცვალა"

ქუთაისის საფეხბურთო კლუბს „ტორპედო“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. დავით ფრუიძე ზურაბ ჩაკვეტაძემ ჩაანაცვლა. თუ რა გახდა ცვლილების მიზეზი, პასუხი არ აქვს კლუბის მენეჯერს რამაზ ჩხიკვაძეს. მისი თქმით, „ტორპედოს“ 100%–იანი წილის მფლობელი ქუთაისის მერიაა და ცვილილებაზე გადაწყვეტილებაც მან მიიღო.  

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ „ნაციონალი“ დეპუტატის მიერ გავრცელდა ინფორმაცია კლუბში ხელფასების მატების შესახებ. მაშინ ინფორმაცია ვერც უარყო და ვერც დაადასტურა ქუთაისის მერის მოადგილემ და "ტორპედოს" საპატიო პრეზიდენტმა ნოდარ მიქიაშვილმა. თუმცა  მიქიაშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაციის  დაზუსტების შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა.

"ტორპედოს" ახალი ხელმღვანელი ამ დრომდე კლუბის იურისტის პოსტზე მუშაობდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი