|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქუჩის ნარკოტესტირება აქციით გააპროტესტეს

26 ივნისი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. "მსოფლიო ებრძვის ნარკოტიკებს, საქართველო კი ნარკოტიკებზე დამოკიდებულ, დაავადებულ ადამიანებს!  მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად!"- ამ დევიზით დღეს ქუთაისში აქცია გაიმართა.

აქცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ნარკოპოლიტიკის რეფორმას და შეცვალოს რეპრესიული პოლიტიკა და კანონები, რათა ხელი შეეწყოს ადამიანების ხელმისაწვდომობას სასიცოცხლო მნიშვნელობის სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პრევენციულ მომსახურებეზე.

ქუჩის ნარკოტესტირება - რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მანკიერი ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ადამიანების უკანონოდ და შერჩევითად ქუჩაში დაკავება და ნარკოლოგიურ ტესტირებაზე გადაყვანა. გადაყვანას ექვემდებარება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გამოიწვევს საფუძლიან ეჭვს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებში. აღნიშნული პრაქტიკის განსახორციელებლად წლების მანძლიზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება ათობით მილიონი ლარი, მაშინ როდესაც აღნიშნული პრაქტიკა სრულიად არაეფექტურია. დღეს გარდა ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისა, წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეცაა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს, რომ წამება არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ დანაშაულია“–აცხადებს აქციის ორგანიზატორი ზაზა ქარჩხაძე.

აქციის მონაწილეები ქუთაისში რამდენიმე დღის წინ ლევან აბზიანიძის გარდაცვალების ფაქტსაც გამოეხმაურენ. არსებული ინფორმაციით, აბზიანიძე სამართალდამცველებმა ნარკოშემოწმების მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენიმე აბი  შარდმდენი დაალევინეს, რის შემდეგაც ქუჩაში გამოსული, ერთ–ერთ ბაღში გარდაიცვალა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი