|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ხელისუფლებამ ექიმებს იუბილე მიულოცა

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ ღვაწლმოსილ ექიმებს 70 წლის იუბილე მიულოცეს. ექიმები მაგული ჩხობაძე და ომარ ღიბრაძე მხარის პირველმა პირებმა ადგილობრივ თვითმმართველობაში მიიღეს და ღირსეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს.

„მიხარია, ქალაქს თქვენი დონის პროფესიონალები რომ ჰყავს, რომლებიც ასე ერთგულად ემსახურებით ადამიანებს. მინდა, ამ ყველაფრისათვის ქალაქის სახელით მადლობა გადაგიხადოთ. მოგილოცოთ იუბილე და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ“,–აღნიშნა შოთა მურღულიამ. ექიმებს საჩუქრად ყვავილები და „ვეფხისტყაოსანი“ გადასცეს.

იუბილარმა ექიმებმა თავის მხრივ მერს და გუბერნატორს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა