|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ქუჩა გზის და წყლის მოლოდინში

ქუთაისში, გელათის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რის გამოც ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ აღნიშნული ქუჩა ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელ გზას წარმოადგენს. გელათის ქუჩაზე ამ დროისთვის სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აწარმოებს. სამუშაოების გამო  წყალი ორი დღე იყო გამორთული. ადგილობრივების განცხადებით, დღეს დაბინძურებული წყალი მიეწოდათ, რაც მათი პროტესტის მიზეზი გახდა. გელათის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და აღნიშნეს, რომ წყალს სასმელად იყენებენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. რაც შეეხება გზის საფარს, მათთვის უცნობია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის რეაბილიტაციას რა ვადებში დაასრულებს. გადათხრილი ქუჩის გამო კი სასწრაფოს გამოძახებასაც ვერ ახერხებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი