|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუჩების გადაკეტვის გამო ქუთაისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის

ქუთაისში გზების სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო რამდენიმე ქუჩა გადაკეტილია, რაც ხშირად მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება.  გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორი დღეს წინ მოსახლეობამ აქცია გელათის ქუჩაზე მოაწყო. არსებული შეზღუდვების  მიზეზების შესახებ  ქუთაისის მერი შოთა მურღულია საუბრობს  მოსახლეობას ბოდიშს უხდის. მერის თქმით, ქალაქში 50-მდე გზის კეთილმოწყობა მოხდება.  "ჩვენ ძალიან ადრე, ამინდების გამოსვლასთან ერთად დავიწყეთ სამუშაოები. ქალაქში იქნება მცირედი გადაკეტვები, ამ შეფერხებისთვის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდით, თუმცა თუ ამინედბი ხელს შეგვიწყობს, სამუშაოები დროულად დასრულდება“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

 დღეს ქუთაისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ იოსელიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ქუჩაზე . . ,, world global alliance “ ასფალტო ბეტონის გზის დაგებას აწარმოებს. სამუშაოებს კომპანია რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული 128 998 ლარით ახორციელებს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის თქმით, ადგილობრივი მთავრობა ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში, რათა სამუშაოები დროულად და ხარისხიანად დასრულდეს. იოსელიანის ქუჩაზე ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც შეხვდნენ.

იოსელიანის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.


ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა