|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზა დროებით ჩაკეტილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეჩერებულია. გზის 88-ე კმ-დან 8 ადგილზე წვიმების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე მოხვედრილია მდინარის გამონატანები.  ასევე, ამავე გზის 92-ე კმ-ზე ჩამოსულია მეწყერი და 99-ე კმ-ზე გზის სავალ ნაწილზე მოხვედრილია მდინარის გამონატანები. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე, მოძრაობა ჩაკეტილია.  გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და საავტომობილო მოძრაობა სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის აღდგება. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა