|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფლებიდან ნარჩენების გატანა პრობლემად რჩება

გარემოსდამცველი ნინო ჩხობაძე ქუთაისში იმერეთის რეგიონის წარმომადგენლებს  შეხვდა. შეხვედრაზე  ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე  და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
 „2017 წლისთვის ნარჩენების მართვის გეგმა ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს. ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულების ერთ-ერთი ნაწილი. ამ დროისთვის ნარჩენების მართვასთან დაკაშირებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა არის რიგი პრობლემები. გაიზარდა მოხალისეების რაოდენობა. თბილისის მაგალითმა აჩვენა, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ შესაბამისი ნორმების უგულებელყოფის შემთხვევაში. უნდა დაზუსტდეს რა ზონებია მეწყერსაშიში“,- განაცხადა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ.
რეგიონების წარმომადგენლება მას  ადგილობრივი პრობლემები გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები მოისმინეს. „ქალაქს არ გააჩნია ნაგავსაყრელი. ნარჩენების გატანა ხდება საჩხერის ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტმა გადაგა შესაბამისი ნაბიჯები ნარჩენების მართვასთან დაკაშირებით და შევიძინეთ 1000-ზე მეტი ურნა,  ახალი ავტომანქანა, ასევე კონტეინერები და მიმდინარეობს მონტაჟი. პრობლემა უფრო მწვავედ დგას  სოფლებში,  რადგან არსებობს გზების და ინფრასტრუქტურის პრობლემა, ვერ ხერხდება სოფლებიდან ნაგვის გატანა“, - განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მალხაზ კოკატიშვილმა.
 რაც შეეხება ნაგავსაყრელების თემას, ითქვა, რომ ქუთაისში რეგიონალური ნაგავსაყრელი უნდა გაკეთდეს. ნარჩენების მართვის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ საჭიროა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მეტი თანხების მობილიზება. მისივე თქმით, სასურველია, სოფლებში მინიგადამტვირთავი სათბურების გაკეთება, რაც სოფლებიდან ნაგვის გატანის პრობლემას მოაგვარებს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა