|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველ ოჯახებისთვის სახლების გადახურვა დაიწყო

სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამა დაიწყო. პროგრამა ქუთაისში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ფარგლებში 60 სახლის სახურავი გამოიცვლება. პირველი სახლის გადახურვის პროცესი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსთან ვლადიმერ ნაკაშიძესთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნული სახლი, რომელის გადახურვაც წელს დაიწყო, უზნაძის #28 -ში მდებარეობს.
 ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მომსახურებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი  დაიხარჯება.
პროექტი გასულ წელს დაიწყო და მაშინ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 30 სახლი გადაიხურა.

ავტორი: ანა ჯიქია