|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარიხუანის მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას მხარი არ დაუჭირეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მარიხუანის მოხმარების გამო სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებას მხარი დაუჭირა. კომიტეტმა მარიხუანის მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას მხარი არ დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსით მოქმედი სხვა სანქციები - არასაპატიმრო სასჯელები, მათ შორის, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და ჯარიმა, კვლავ იმოქმედებს. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმები უნდა შემცირდეს. დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების (კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანა) პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით. ავტორის ინიციატივით, ასევე ჩამოთვლილ მსუბუქ ნარკოტიკებზე არ გავრცელდება 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. კანონპროექტზე კიდევ რამდენიმე კომიტეტმა უნდა იმსჯელოს.რის შემდეგაც მას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ავტორი: ნიუპრესი