|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა

„თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ინფარქტით გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დაადასტურა.
ალექსანდრე შალამბერიძე დაიბადა 1958 წელს, დაამთავრა თბილისის 57-ე სკოლა, 1979 წელს დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი. 1991-1992 წლებში გაიარა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა. 1990 წლიდან იყო „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" აღმასრულებელი მდივანი 2004 წლამდე. 1980-1990 წლებში მეცნიერ თანამშრომელი; 1991-1992 წლებში ვაკის რაიონისა და თბილისის საკრებულოს წევრი; 1991 წლიდან - პრეზიდენტის რეგიონალური სამსახურის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი; 1996-1999 წლებში - თბილისის მერიის განყოფილების გამგე; 1997-1998 წლებში - ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; 1999-2008 წლებში - საქართველოს პარლამენტის წევრი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2004-2009 წლებში იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი. მრავალი საპროტესტო აქციის მონაწილე და ორგანიზატორი, პუბლიცისტური წერილების ავტორი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე. იყო პარტია „თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა