|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ჩაის 20 პროცენტი იკრიფება

 ჩაისთვის განკუთვნილი, აქამდე გამოუყენებელი ტერიტორიების შესწავლა და ათვისება დაიწყება, -ამის შესახებ ჩაის სექტორის პირველ ფორუმზე განაცხადე.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურაშვილის თქმით, დღეს ჩაის მხოლოდ  20% იკრიფება, დანარჩენი მოუვლელია.

ფერმერების ნაწილი სწორედ ჩაისთვის განკუთვნილი ტერიტორიების მოუვლელობაზე საუბრობს. მათ დღეს საკუთარი პროდუქცია დაინტერესებულ პირებს გააცნეს: "ზღვის დონიდან 18000 მეტრზე ცხოვრობს გლეხი, მივაწოდეთ დანადგარი და ის გვაწვდის პირველადად დამუშავებულ პროდუქტს, რომელიც მთის პირობებში, ბუნებრივია,  სრულყოფილად ვერ იქნება  დამუშავებული. ამიტომ ნახევარფაბრიკატს მეორადად ვამუშავებთ და ვიღებთ სასარგებლო პროდუქტს. გვინდა, ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან. პირველ რიგში კი, როცა საუბარია პროდუქციის ექსპორტზე, უნდა მოხდეს შიდა ბაზრის ათვისება", -განაცხადა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ მიქელაძემ.

"ჩვენ გვინდა გავიგოთ ქარხნების პოზიციაც. უნდა მოხდეს რეალური შესწავლა რამდენი პლანტაცია გვაქვს, ასევე შესასწავლია გეოგრაფიული გარემო. უნდა ვიზრუნოთ პროდუქციის ექსპორტზეც და შიდა ბაზარის ათვისებაზე", - განაცხადა გოჩა ცოფურიშვილმა.

შეხვედრაზე იმედი გამოთქვეს, რომ ჩინეთიდან ჩაის ახალი ჯიშები სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შემოვა

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა